ონანას ვიდეოს გამო, ბელგიის ფეხბურთის ასოციაცია მბაპეს ბოდიშს უხდის
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ კილიან მბაპეს ბოდიში მოუხადა. მიზეზი ამადუ ონანაზე გადაღებული ვიდეოა, რომელიც უკვე წაშალეს. ვიდეოში ნათქვამია, რომ ამადუ ონანა იქნება სწორედ ის ფეხბურთელი, რომელიც მბაპეს ფეხებში ჩაარტყამს.
La vidéo très gênante publiée par la fédération belge 😬
— Vibes Foot (@VibesFoot) June 28, 2024
On a pas réussi à la regarder en entier tellement on était mal à l’aise… pic.twitter.com/4qEQSVRIoC
როგორც უკვე გითხარით, ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ ამის გამო მბაპეს ბოდიში მოუხადა და ვიდეო წაშალა.
ამ ვიდეოს მიზანი ვინმეზე თავდასხმა არ ყოფილა. ის მხოლოდ იუმორისტული ხასიათის იყო. გვინდა ყველას ბოდიში მოვუხადოთ, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ჩვენთვის ეს საკითხი დასრულებულია. - განაცხადა ბელგიის ფედერაციის პრესპიკერმა
შეგახსენებთ, რომ ბელგიისა და საფრანგეთის შეხვედრა დღეს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.