Belive

ქარიმ ბენზემა: "მბაპეს რეალში არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "ალ იტიჰადის" 36 წლის ფორვარდმა- ქარიმ ბენზემამ, "სამეფო კლუბში" კილიან მბაპეს როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, მბაპეს არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ.

"რაც კლუბიდან წავედი, მას შემდეგ რეალის თითმის ყველა მატჩს ვუყურებ. ვუყურებ და ვხედავ, თუ როგორ პროგრესირებენ კვლავ, თანაც სულ ახალგაზრდა ფეხბურთელები და ეს მახარებს.

მინდა მბაპეზეც ვისაუბრო, ვიღაცები მას ძალიან არასწორ ბრალს დებენ, რომ იგი ვერ თამაშობს ისე როგორც შეეფერება და ა.შ - ეს ყველაფერი სრული სისულელეა, ადამიანს თუ უბრალოდ მეორე ადამიანის გაკრიტიკება უნდა, ამისი მიზეზები არასდროს დაელევა.

მინდა შეგახსენოთ, რომ მბაპე არ არის ცენტრფორვარდი, ის გარემარბია და რეალში ფორვარდად თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარ პოზიციაზე არ ათამაშებენ, ის კლუბში მაინც გამორჩეული ფეხბურთელია.

ხალხი ძალიან ბევრს ითხოვს მისგან იმ პოზიციაზე, რომელიც არ არის მისი..." - ქარიმ ბენზემა

შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემა "სამეფო კლუბის" ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მან ამ კლუბში 14 წელი გაატარა, საკუთარი მადრიდული კარიერა კი ოქროს ბურთის მოგებით დააგვირგვინა.

სხვა სტატიები