Belive

ომარ არტანი ზალცბურგში პსჟ - ასტონ ვილას სამსაჯოდ ჩავიდა

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სომალელმა არბიტრმა, ომარ არტანმა, რომელსაც აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობის უფლება არ მისცეს, მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. მან საკუთარი სიამაყე არ დაფარა იმ დიდ პატივთან დაკავშირებით, რაც ოთხშაბათს, პარი სენ-ჟერმენსა და ასტონ ვილას შორის გასამართ უეფას სუპერთასის მატჩის გაძღოლას უკავშირდება. 34 წლის მსაჯს ეს შეხვედრა უეფამ მას შემდეგ მიანდო, რაც მას ტურნირზე მუშაობის შესაძლებლობა ჩამოართვეს.

არტანი ზალცბურგში ისტორიას დაწერს - იგი გახდება პირველი არაევროპელი არბიტრი, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს შორის უეფას ყოველწლიურ დაპირისპირებას იმსაჯებს.

როდესაც ეს ზარი მივიღეთ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს მართლაც უდიდესი სიხარულის მომენტი იყო. ევროპასა და ავსტრიაში საკმაოდ დიდი სომალური თემია და ისინი აღფრთოვანებულები არიან, რომ ასეთ მასშტაბურ მატჩზე ვიმუშავებ. - განაცხადა ომარ არტანმა

არტანი სკანდალში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 6 ივნისს, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში, ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მიანიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების წინაშე უძლური იყო. სომალი იმ 12 ქვეყანას შორის არის, რომლებიც გასულ წელს აშშ-ის მიერ დაწესებულ სამგზავრო შეზღუდვების სიაში მოხვდნენ.

სხვა სტატიები