Belive

ლუის ენრიკე სტრასბურგთან თამაშამდე: "ჩვენი დასვენება ვარჯიშია"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ყველაზე გამორჩეული მახასიათებლები სიმამაცე და მატჩის მიმდინარეობასთან ადაპტაციის უნარია. ეს კომენტარი პარიზელთა თავკაცმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ლიგა 1-ის მე-7 ტურში, სტრასბურგთან გასამართ მატჩს უძღოდა წინ.

თუ რაიმეს გამოყოფა შეიძლება ამ მატჩთან ანდა ბოლო სამ წელთან მიმართებით, ეს ფეხბურთელების მუდმივი მზაობაა - იყვნენ აგრესიულები და მამაცები ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით კი გასვლით შეხვედრებში. ამ გუნდის მთავარი ხელწერა სწორედ ის არის, რომ მას არასდროს ეშინია.

თითოეული მატჩის წინ სასტარტო თერთმეტეულს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ვარჩევთ. ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ფეხბურთელების ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა ყოველი შეხვედრის შემდეგ. მთავარი ამოცანა სტრასბურგში გამარჯვებისა და სამი ქულის მოსაპოვებლად ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევაა.

ყველაფერი ძალიან ცხადია: ბევრი უნდა ირბინო და ლამაზი ფეხბურთი ითამაშო (ესაა ჩემი სტილი, რომელთანაც მორგება ჩემს ფეხბურთელებს უწევთ). საქმე ასაკში არ არის - მთავარი შენი შესაძლებლობები და მენტალიტეტია. შეტევაც და დაცვაც ერთად უნდა ვათამაშოთ, სულ ეს არის.

გონივრულ ფარგლებში ყოველთვის მზად ვარ ფეხბურთელებს ვუსმინო. ყველას თამაშის სურვილი აქვს, მაგრამ ეს შეუძლებელია და ფეხბურთელებმაც იციან, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჩემი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება მუდმივ შვებულებას - სავარჯიშო მოედანზე მოსვლა და მუშაობაა ზუსტად ის დასვენება, რაც გვჭირდება. - განაცხადა ლუის ენრიკემ

17 ოქტომბერს პარი სენ-ჟერმენი სტრასბურგს სტუმრობს, მომავალ სამშაბათს კი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდიდით, ბარსელონას უმასპინძლებს.

სხვა სტატიები