ნოტინგემ ფორესტი ტოტენჰემთან მატჩში 102-წლიანი რეკორდის შენარჩუნებას ეცდება
ნოტინგემ ფორესტი ხვალ, პრემიერ ლიგის მესამე ტურში, სტუმრად, ტოტენჰემს მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ, ოლივერ გლასნერის გუნდი ხვალინდელ შეხვედრას არ წააგებს, თავის ბრწყინვალე სვლას შეინარჩუნებს, რომელიც უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, გრძელდება. საქმე ისაა, რომ ნოტინგემ ფორესტმა, სეზონის სტარტზე, პირველი ორი საშიანო შეხვედრა, ბოლოს, 1924/25 წლების სეზონში წააგო. თავდაპირველად არსენალთან, ანგარიშით 0:2, ხოლო შემდეგ, ჰადერსფილდთან, 0:1. ჰადერსფილდი, ამ ეტაპზე, ინგლისის მესამე დივიზიონში ასპარეზობს.
პრემიერ ლიგის მესამე ტურს ორივე გუნდის გამარჯვების გარეშე ხვდება. ნოთინგემ ფორესტმა, პირველ ორ შეხვედრაში, ჯერ ლიდსთან წააგო, ხოლო შემდეგ, ლივერპულთან ფრედ, 2:2 ითამაშა. გლასნერის გუნდი, ამ ეტაპზე, მე-15 ადგილზეა. რაც შეეხება ტოტენჰემს, ლონდონელებმა ახალი სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყეს და პირველი ორი ტურის შემდეგ, მე-19 პოზიციაზე არიან. ამასთან ერთად, ტოტენჰემი, ასტონ ვილასა და ქოვენთრისთან ერთად, იმ სამ გუნდს შორისაა, რომლებასც ჯერ გოლი არ გაუტანიათ.
ოლივერ გლასნერი, ენფილდზე ჩატარებული შეხვედრის გამო, ხვალინდელ დაპირისპირებას დამაიმედებლად ხვდება. ოპტიმიზმის საფუძველს კიდევ ის იძლევა, რომ ფორესტმა, ტოტენჰემთან პრემიერ ლიგის ბოლო ოთხი შეხვედრა მოიგო. რაც შეეხება რობერტო დე ძერბის გუნდს, ისინი პრემიერ ლიგის პირველი გოლისა და ქულების მოლოდინში არიან. ტოტენჰემს, ისტორიაში, სეზონის პირველი სამი თამაში ოთხჯერ აქვს წაგებული. ბოლოს ეს 1979/80 წლების სეზონში მოხდა.
ამასთან ერთად, ბოლო შემთხვევა, როდესაც ტოტენჰემმა პრემიერ ლიგის საწყის სამ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა, 1974/75 წლებით თარიღდება. ზოგადად კი, ბოლო შემთხვევა, როდესაც ლონდონელებმა პრემიერ ლიგის ზედიზედ სამ შეხვედრაში (სეზონის სტარტის გარდა) გოლი ვერ გაიტანეს, 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.