მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მეკარე ოლივერ კანი საკუთარ კლუბში ოფიციალურად ბრუნდება!
კარლ-ჰაინც რუმენიგე "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი დირექტორია, მას ვადის გასვლამდე 2 წელი აქვს დარჩენილი, შესაბამისად 2021 წლიდან სწორედ მის პოსტს დაიკავებს ოლივერ კანი.
"ეს ყველაზე კარგი და შესაბამისი დრო იქნება, რომ ასპარეზი დავუთმოთ ოლივერ კანს", - განაცხადა რუმენიგემ.