ჰატემ ბენ არფამ საფრანგეთში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა: ერთ-ერთმა უნიჭიერესმა ფრანგმა ფეხბურთელმა "ანჟერის" ფეხბურთელებს ისეთი ფინტები გაუკეთა, რასაც მხოლოდ ეზოში თუ სამოყვარულო სტადიონებზე ვიხილავთ.
სამწუხარო ფაქტია, რომ ბენ არფამ პოტენციალის სრული რეალიზება ვერ შეძლო - მას ევროპის არცერთ დიდ გუნდში არ უთამაშია, რაც ძირითადად, მისი ინდივიდუალიზმისკენ მიდრეკილების და არაგუნდური თამაშის დამსახურებაა.