ოლისეს სანაცვლოდ რეალი და ლივერპული ასტრონომიული თანხის გადახდას აპირებენ
ბაიერნის ფრანგი ფეხბურთელის მაიკლ ოლისეს ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო დროს უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, სხვადასხვა წყაროებმა ის როგორც რეალ მადრიდს, ასევე ლივერპულს დაუკავშირეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდული კლუბი 165 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, მერსისაიდელები კი ბაიერნს 200 მილიონ ევროს სთავაზობენ.
მაიკლ ოლისეს ირგვლივ გავრცელებული ჭორები დღესდღეობით ძალიან აქტუალურია და ამის შესახებ გერმანული გამოცემის, BILD-ის პოდკასტშიც ბაიერნის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.
აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით არც კი ვფიქრობთ. ის ბაიერნის მოთამაშეა და აქ ყველანაირი კომფორტი აქვს, რაც კი შეიძლება, რომ ერთ-ერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელს ჰქონდეს. მაიკლს კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს გაფორმებული, ამიტომ ძალიან მშვიდად ვართ. - მაქს ებერლი - ბაიერნის სპორტული დირექტორი
მიუნხენური გუნდის აღმასრულებელი დირექტორის კომენტარი ოლისეს შესაძლო წასვლაზე:
არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი გუნდი ინტერესდება ოლისეს ტრანსფერით. ყველა, ვინც ბაიერნში თამაშობს ზუსტად იცის თუ რა აქვს აქ. - იან-კრისტიან დრეზენი - ბაიერნის აღმასრულებელი დირექტორი
🚨 𝗟𝗘 𝗕𝗔𝗬𝗘𝗥𝗡 𝗠𝗨𝗡𝗜𝗖𝗛 𝗡𝗘 𝗟𝗔𝗜𝗦𝗦𝗘𝗥𝗔 𝗣𝗔𝗦 𝗣𝗔𝗥𝗧𝗜𝗥 𝗠𝗜𝗖𝗛𝗔𝗘𝗟 𝗢𝗟𝗜𝗦𝗘 🇫🇷. ❌
— Actu Foot (@ActuFoot_) March 25, 2026
La président du club a expliqué que « 𝘱𝘦𝘶 𝘪𝘮𝘱𝘰𝘳𝘵𝘦 𝘭𝘦 𝘤𝘭𝘶𝘣 𝘲𝘶𝘪 𝘵𝘦𝘯𝘵𝘦 𝘥𝘦 𝘭𝘦 𝘳𝘦𝘤𝘳𝘶𝘵𝘦𝘳, 𝘤𝘦𝘭𝘶𝘪 𝘲𝘶𝘪 𝘫𝘰𝘶𝘦 𝘢𝘶 𝘍𝘊 𝘉𝘢𝘺𝘦𝘳𝘯… pic.twitter.com/jj4OCY3LUa
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოლისე მიუნხენის ბაიერნში 2024 წლიდან ასპარეზობს, ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონი ევროა.
ფრანგი ფეხბურთელი საოცარ სეზონს ატარებს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოლისეს 11 გოლი და 19 საგოლე გადაცემა აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი, 6 ასისტი, ხოლო გერმანიის თასზე 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა.