Belive

ჯეიმი კარაგერი ამ ორი გუნდისთვის პრემიერ ლიგის მოგების შანსებს გამორიცხავს - ერთ-ერთი ლივერპულია

21 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლივერპულის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა, პრემიერ ლიგის 2026/27 წლების სეზონთან დაკავშირებით, საკუთარი პროგნოზი გააკეთა და მთავარ ფავორიტზე ისაუბრა. ახალი სეზონის წინ, პრემიერ ლიგაში ბევრი სიახლეა. რამდენიმე კლუბი, სეზონს, ახალი მწვრთნელით იწყებს. მათ შორის კი არიან ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ლონდონის ჩელსი და ნიუკასლი. ყოფილი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მიუხედავად ახალი მწვრთნელისა და გამოწვევებისა, პრემიერ ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტი, მანჩესტერ სიტია.

სიტის, ამ სეზონში, ენცო მარესკა უხელმძღვანელებს, რომელმაც პეპ გვარდიოლა შეცვალა. რაც შეეხებათ მერსისაიდელებს, მათ ანდონი ირაოლა გაუძღვება, რომელმაც თავის მხრივ, არნე სლოტი ჩაანაცვლა. გუშინ, Football Ramble-ის პოდკასტში, კარაგერმა, მთავარ ფავორიტად, სწორედ მანჩესტერ სიტი დაასახელა. ლივერპულის ლეგენდა კი, ამის პარალელურად, თავისი ყოფილი გუნდის ჩემპიონობის შანსებს გამორიცხავს.

ვფიქრობ, ჩემპიონი მანჩესტერ სიტი გახდება. ისინი, ამასთან, გასულ სეზონშიც ძალიან ახლოს იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის დამახასიათებელი, საუკეთესო ფეხბურთი არ უთამაშიათ და მეორე ადგილზე გავიდნენ. ვიცი, პეპი წავიდა, მაგრამ ამას სხვა მხარეც აქვს. როდესაც ერთი მწვრთნელი გუნდში ათი წელი მუშაობს, მისი წასვლის შემდეგ, ახალი ენერგია და სიახლე, ზოგჯერ, დადებით გავლენას ახდენს.

რაც შეეხება ლივერპულს, არავინ იცის მომდევნო თვეებში რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის, ისინი ჩემპიონობისთვის მზად არ არიან. იგივეს ვფიქრობ მანჩესტერ იუნაიტედზეც, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ცუდად არ უთამაშიათ და ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულეს. - აღნიშნა კარაგერმა

პრემიერ ლიგა სტარტს, 21 აგვისტოს, არსენალისა და ქოვენთრი სიტის მატჩით აიღებს. მანჩესტერ იუნაიტედი საქმეში მომდევნო დღეს, 22 აგვისტოს ჩაერთვება და სტუმრად, ჰალს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ლივერპულსა და მანჩესტერ სიტის, მერსისაიდელები, პირველ შეხვედრას 23 აგვისტოს, ნიუკასლის წინააღმდეგ გამართავენ. სიტი კი, იმავე დღეს, სტუმრად ბორნმუთს მიიღებს.

სხვა სტატიები