ოლი უოტკინსი: "გეფიცებით შესვლისას პალმერს ვუთხარი, რომ ასისტს გამიკეთებდა"
ევრო 2024 წლის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. ნიდერლანდების ნაკრების დამარცხების შემდეგ, ესპანეთს ფინალში ინგლისი დაუპირისპირდება. გარეთ საუთგეიტის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ, ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა მაგრამ, ცვლილებაზე შემოსულმა ოლი უოტკინსმა 91-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის მთავარმა მწვრთნელმა ოლი კოულ პალმერთან ერთად მოედანზე 81-ე წუთზე შეიყვანა. როგორც უოტკინსი ამბობს, იცოდა რომ საგოლე გადაცემას პალმერი გაუკეთებდა.
ჩემი და ჩემი შვილების სიცოცხლეს გეფიცებით, რომ მოედანზე შესვლისას კოულ პალმერს ვუთხარი: დღეს მოედანზე გავალთ და შენ საგოლე გადაცემას გამიკეთებ. - განაცხადა ოლიმ
✨🏴 Ollie Watkins: “I swear on my life, my kid’s life, I said to Cole Palmer: we’re coming on today and you’re gonna set me up”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 10, 2024
27 goals and 13 assists for Aston Villa this season, his first chance at the Euros and… he scored. pic.twitter.com/VMlRVJdqfn
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ფინალი 14 ივლისს გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული და მას ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.