ოჯახური ტრაგედიიდან კარიერის დასრულებამდე - კამპლი ფეხბურთს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა
ლაიფციგისა და სლოვენიის ნაკრების 35 წლის ფეხბურთელმა - კევინ კამპლმა, ლაიფციგთან კონტრაქტი გაწყვიტა და დროებით კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კამპლს 51 წლის ძმა გარდაეცვალა, შემდეგ კი მისი მშობლები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნე და მან გადაწყვიტა, რომ მან უფრო დიდი დრო ოჯახთან ერთად გაატაროს.
🚨 Kevin Kampl has terminated his contract with RB Leipzig following the death of his brother 🙏🥹
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) January 3, 2026
🗣️ “I will now fully focus on my family.
I’m not completely ruling out a return to the pitch one day, even though it feels totally unrealistic at the moment, and I want to spend… pic.twitter.com/eU0RalpgRu
თავად ფეხბურთელმა ამ ფაქტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
"„არ მინდა სრულად გამოვრიცხო მოედანზე დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეს სრულიად არარეალურად მეჩვენება და მომავალში მინდა ბევრად მეტი დრო გავატარო ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანებთან.
უზომოდ მადლიერი ვარ კლუბის, მწვრთნელების, მთელი პერსონალის, ჩემი თანაგუნდელების, ლაიფციგში ყველასი და განსაკუთრებით გულშემატკივრების - მე ყოველთვის ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის და გასახდელში მყოფი ჩემი ბიჭებისთვის.
ყველას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ლაიფციგს დიდი მომავალი ელის.
ახლა დროა, რომ სრულად გავამახვილო ყურადღება ჩემს ოჯახზე და ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ლაიფციგთან კონტრაქტი გამეწყვიტა." - კევინ კამპლი
კევინ კამპლის საფეხბურთო კარიერა მთლიანად გერმანულ კლუბებს უკავშირდება - 2010-2011 წლებში კი ლევერკუზენში ირიცხებოდა, შემდეგ კი აალენი, 2012-2014 წლებში ზალცბურგში ირიცხებოდა სადაც 78 მატჩი ჩაატარა, შემდეგ იყო დორტმუნდი, სადაც 14 მატჩი ითამაშა, 2015-2017 წლებში კი კვლავ ლევერკუზენში დაბრუნდა.
2017 წლიდან 2026 წლამდე იგი ლაიფციგში ირიცხებოდა, სადაც კლუბის ლეგენდაც გახდა. მან 203 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლის გატანაც შეძლო.
ლაიფციგის გულშემატკივრები კევინ კამპლს 17 იანვარს, ბაიერნთან მატჩში დაემშვიდობებიან.