Belive

ოჯახმა რეალს კილიანის უმცროსი ძმის შეძენაც სთხოვა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპეს უმცროსი ძმა, შესაძლოა, მადრიდის რეალში გადავიდეს.

როგორც El Chiringuito იტყობინება, მბაპემ და მისმა ოჯახმა მადრიდის "რეალს" 17 წლის ითან მბაპეს შეძენა სთხოვეს და მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა მის ტრანსფერს უკვე დათანხმდა.

მბაპე მარტო არ მოვა. წინასწარი კონტრაქტი ორი კვირის წინ გაფორმდა, თუმცა ბოლო დღეებში ოჯახმა მადრიდის რეალს შესთავაზა, რომ მისი უმცროსი ძმა, ითან მბაპეც იყიდოს. უარის შემთხვევაშიც კი, ეს პუნქტი არანაირად არ აყენებდა ეჭვქვეშ კილიანის "სამეფო კლუბში" ტრანსფერს, თუმცა რეალი ამ შემოთავაზებასაც დათანხმდა - აცხადებს ჟურნალისტი ედუარდო ინდა

ითან მბაპემ, ამ სეზონში, ლიგა 1-ში ერთი წუთი ითამაშა: ის მოედანზე მე-17 ტურის მატჩში (3:1) 90-ე წუთზე გამოჩნდა. მან ასევე 6 მატჩი ჩაატარა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში და პსჟ-ს თასის თამაშებში ორჯერ სათადარიგო სკამიდან შევიდა.

სხვა სტატიები