Belive

მბაპე მადრიდში რამოსის 18-მილიონიანი სახლის შეძენითაა დაინტერესებული

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპე "პსჟ"-ში რჩება და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეცდება, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში ის ფრანგული კლუბიდან მიდის და უდიდესი შანსია მადრიდის "რეალში" აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპული გარიგება ჯერ ხელმოწერილი არაა, ფრანგი უკვე საფუძველს უყრის მოსალოდნელ ტრანსფერს. როგორც ჩანს, მბაპე ესპანეთის დედაქალაქში საცხოვრებელს უკვე არჩევს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ის მოლაპარაკებებს აწარმოებს სერხიო რამოსის ძვირადღირებული სასახლის შესაძენად.

Vozpópuli-ის თქმით, მბაპეს რამოსის სახლის გასაღები 18 მილიონ ევროდ, დაახლოებით 20 მილიონ დოლარად შეუძლია მიიღოს. აღსანიშნავია, რომ გარიგება უშუალოდ პსჟ-ის ყოფილ თანაგუნდელლებს შორის ხდება. რამოსის ძმა დე ელ რენე და სენ ფერეროს ოფისი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მბაპეს დედასთან და მის აგენტთან, ფაიზა ლამარისთან.

სხვა სტატიები