ესპანური გამოცემა ხაბი ალონსოს მხარდამჭერებს და მოწინააღმდეგეებს ასახელებს
რეალ მადრიდის ამჟამინდელი კრიზისის ფონზე, ერთ-ერთი განხილვის თემა გუნდში არეული სიტუაციაა. ბოლო დღეებში სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელს ხაბი ალონსოს ზოგიერთი მოთამაშე განუდგა, ზოგიერთი კი მხარს უჭერს. გაურკვეველი სიტუაცია ელჩეში და ჟირონაში ბოლო წარუმატებლობების შემდეგ გამძაფრდა, ეს ვერ მოგებული შეხვედრები ლოს ბლანკოსისთვის ზედიზედ მეორე და მესამეა ლა ლიგაში.
ესპანურმა რადიო გადაცემა El Partidazo de COPE-მა დაასახელა ესპანელი სპეციალისტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ალონსოს მხარს უჭერს: დინ ჰაუსენი, ალვარო კარერასი, ტიბო კურტუა, არდა გიულერი და კილიან მბაპე. მოწინააღმდეგეებს რაც შეეხება, მათ რიგებში არიან: ფედე ვალვერდე, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, ბრაჰიმ დიასი, ენდრიკი და ფერლან მენდი.
გამოცემაში ასევე ნათქვამია, რომ ედუარდო კამავინგა გუნდში თავისი როლით დაბნეულია, რადგან ფრანგი მოსალოდნელზე ნაკლებ სათამაშო დროს იღებს. ვინისიუსი ყველაზე გავრცელებული სახელია იმ ჯგუფში, რომელიც ალონსოთი იმედგაცრუებულია.
🚨 REAL MADRID IS DIVIDED 🚨
— SPORTbible (@sportbible) December 3, 2025
Six players have joined the Xabi Alonso out camp 😳 pic.twitter.com/CTAxMgXnn9