Belive

ოფიციალური დასკვნა - სან სირო არ დაინგრევა

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარული "სან სირო" არ დაინგრევა.

გასული წლების განმავლობაში, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სან სირო", რომელსაც მტრულად განწყობილი კლუბები, "ინტერი" და "მილანი" საშინაო არენად იყენებდნენ, უნდა დანგრეულიყო და მის ნაცვლად, ახალი სტადიონი უნდა აშენებულიყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული კლუბების ხელმძღვანელობა ისეთი ტიპის წინაღობას წააწყდა, რომლის გვერდით ავლა შეუძლებელი იქნება.

იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ ლომბარდიის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალურმა კომისიამ "სან სიროს" კულტურული ღირებულება მიანიჭა და მისი პროტექტორატის ფარგლებში, ლეგენდარული სტადიონის დანგრევა შეუძლებელი გახდება.

კომისიის დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ სტადიონის დასავლეთი ნაწილი არის "მილანისა" და "ინტერის" საშინაო, ასევე საერთაშორისო წარმატებების ხელშესახები არქივი, რაც, ქალაქ მილანისთვის, კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს.

მიმდინარე არენდის თანახმად, ორივე კლუბს "სან სიროზე" თამაში 2030 წლამდე შეუძლიათ, თუმცა შეთანხმება კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტასაც ითვალისწინებს.

La Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ასეთი ტიპის დასკვნას ორივე კლუბი ელოდებოდა და, შესაბამისად, ისინი ამჟამად ალტერნატივის ძიებაში არიან. სავარაუდოდ, საშინაო მოედნის გაზიარების ისტორია, რომელიც სტარტს 1947 წლიდან იღებს, დასასრულს უახლოვდება - "მილანი" და "ინტერი" საკუთარ სტადიონებს ააშენებენ.

სხვა სტატიები