Belive

რა შემთხვევაში გაათავისუფლებს მილანი სტეფანო პიოლის?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ "მილანი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლას ვერ მოახერხებს, გუნდი მთავარ მწვრთნელს, სტეფანო პიოლის გაათავისუფლებს.

La Republica-ის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ "მილანი" ტურნირის ყველაზე რთულ ჯგუფში "პსჟ-სთან", "ნიუკასლთან" და დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად იმყოფება, თუ იტალიური გუნდი პლეი-ოფში გასვლას ვერ მოახერხებს, მაშინ სტეფანო პიოლი დაკავებულ თანამდებობას დაემშვიდობება.

ამ მომენტისთვის, "როსონერი" H ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. გუნდს 1 წაგება და 2 ფრე აქვს და მხოლოდ 2 ქულას ფლობს. შემდეგი მატჩი მილანელებმა 7 ნოემბერს, "პსჟ-ს" წინააღმდეგ, საშინაო კედლებში უნდა გამართონ.

სტეფანო პიოლიმ "მილანი" 2019 წლის შემოდგომაზე ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდს 201 მატჩში უხელმძღვანელა და 11-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები