Belive

მილანმა ჟირუ მეკარეების სიაში შეიყვანა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ჯენოასთან'' მატჩში შესრულებული სეივის შემდეგ, ,,მილანმა'' გუნდის თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ ოფიციალურ ვებგვერდზე მეკარეთა სიაში შეიყვანა.

გუშინდელ შეხვედრაში, მაიკ მენიოს მოედნიდან გაძევების შემდეგ, კარში ჩადგომა სწორედ ფრანგ თავდამსხმელს მოუწია (მილანს ცვლილებების რაოდენობა ამოწურული ჰქონდა), რომელმაც დარჩენილ წუთებში გოლი არ გაუშვა.

ჟირუმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბავშვობაში კარში ხშირად დგებოდა და არჩევანი მასზე სწორედ ამიტომ შეჩერდა.

სერია A-ს მე-8 ტურში ,,მილანმა'' ,,ჯენოას'' სტუმრად კრისტიან პულიშიჩის გოლით მოუგო.

8 ტურის შემდეგ პიოლის გუნდს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები