იტალიური ფეხბურთის ისტორიაში პირველად - კივუმ უნიკალური მიღწევა დააფიქსირა
სერია A 35-ე ტურში ინტერმა პარმას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რითაც მათ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონობა ოფიციალურად იზეიმეს. "ნერაძურიმ" სერია A-ს ისტორიაში ტიტული 21-ედ მოიგო.
უნიკალური მიღწევა დააფიქსირა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - კრისტიან კივუმ, რომელიც პირველი გახდა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ერთ კლუბში სკუდეტო სამ სხვადასხვა ამპლუაში მოიგო - წელს რუმინელი მთავარი მწვრთნელის როლში გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 2022 წელს ინტერის ახალგაზრდული გუნდის დამრიგებლად ყოფნისას, 2008, 2009 და 2010 წლებში კი ანალოგიური რამ ფეხბურთელობისას გააკეთა.
🌟🇮🇹 Cristian Chivu CHANGED Inter Milan when everyone had written them off in Serie A this season:
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) May 3, 2026
• Inter were coming off a painful campaign under Simone Inzaghi, losing a Champions League final and missing out on the Scudetto by just one point to Napoli
• The club hired… pic.twitter.com/UcxMETUCG4
45 წლის რუმინელ მწვრთნელს დიდებული პირველი სეზონი გამოსდის - მან უკვე მოიგო სერია A, ძალიან მალე კი იტალიის თასის ფინალს ითამაშებს, სადაც მეორე ტიტულის მოგების საკმაოდ რეალური შანსი ექნება.
იტალიურ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ რუმინელ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ბოდო გლიმტთან გამოვარდნას არ აპატიებდნენ, მაგრამ თუ მან იტალიის თასიც მოიგო, კლუბში მისი დარჩენა გარდაუვალი იქნება.