Belive

"მესი ფეხბურთს 19 წლის ბიჭივით თამაშობს" - ლუის დე ლა ფუენტე

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების თავკაცი ლუის დე ლა ფუენტე, ლიონელ მესის თამაშს აფასებს და აცხადებს, რომ ლეგენდარული არგენტინელი მოედანზე ისევ 19 წლის ბიჭივით თამაშობს. მწვრთნელის თქმით, მესის მთავარი საიდუმლო მისი დაუღალავი ხასიათი და ფეხბურთისადმი უდიდესი ერთგულებაა.

მესი ისე გამოიყურება, თითქოს 19 ან 23 წლის იყოს. ის განსაკუთრებულ დონეზე თამაშობს. საქმე უკვე მის სიმწიფეს არ ეხება, ეს უკვე მისი თავდადებაა.

დაუღალავია, არასოდეს კმაყოფილდება. მას ყოველთვის მეტი უნდა, ყოველ დღე. მესი ყველა თავისი გუნდელისთვის, ფეხბურთის ფანებისთვის და ყველასთვის, ვინც ამ თამაშში ახლა ფეხს იდგამს, სამაგალითოა. - განაცხადა დე ლა ფუენტემ

ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგად ასპარეზობს. მან რვა გოლი გაიტანა და მბაპესთან ერთად, ბომბარდირთა სიას ლიდერობს. გარდა ამისა, მესიმ ეგვიპტესთან გატანილი გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 21 გოლი დააგროვა.

სხვა სტატიები