ოფიციალურად | ჟოაო ფელიქსი ჩელსის ფეხბურთელია
24 წლის პორტუგალიელი - ჟოაო ფელიქსი "ჩელსის" ახალი ფეხბურთელია.
მან "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ლონდონურმა გრანდმა პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ატლეტიკოს" £44.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ჟოამ კი კლუბთან ახალი, 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
📝 𝗗𝗘𝗔𝗟 𝗗𝗢𝗡𝗘: João Félix has signed for Chelsea for £44.5M. He’s penned a 6 year contract, with an option of a 7th. pic.twitter.com/YXB0rQQBLd
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) August 21, 2024
A familiar face returns to Stamford Bridge 👀
— Premier League (@premierleague) August 21, 2024
Joao Felix is a @ChelseaFC player! 🔵 pic.twitter.com/DxtwkwsKcR
ლონდონურ კლუბში ოფიციალური ტრანსფერის შემდეგ, ჟოაო ფელიქსმა პირველი კომენტარი გააკეთა.
ვგრძნობ, რომ ჩემი საუკეთესო წლები წინ მელოდება. ამაში ეჭვი არ მეპარება.
ეს წელი კარგი წელი იქნება, რადგან ახლა უკვე მუდმივად სახლში მომიწევს თამაში და შემიძლია სიამოვნება მივიღო..." - ჟოაო ფელიქსი
ჟოაო ფელიქსი მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას 2019 წლიდან იცავდა, თუმცა 2023 წელს "ჩელსიში" გაანათხოვრეს, მას შემდეგ კი "ბარსელონაში" იყო განათხოვრებული.
24 წლის პორტუგალიელმა "ჩელსიში" განათხოვრების შემდეგ 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 4-ჯერ შეძლო გოლის გატანა.