ოფიციალურად: უოკერი და აკე რეალთან პირველ მატჩს გამოტოვებენ
9 აპრილს ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. 1/4-ფინალური შეხვედრების პირველ მატჩებს "რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალი" - "ბაიერნის" წყვილები გამართავენ. ორივე შეხვედრა გულშემატკივარში დიდ ინტერესს იწვევს. თუმცა, ყურადღების უდიდესი ნაწილი "სანტიაგო ბერნაბეუსკენ" იქნება მიმართული.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "მანჩესტერ სიტი" ესპანეთში დანაკლისით ჩადის. ოფიციალურად "ქალაქელებს" ორი მცველი - კაილ უოკერი და ნათან აკე გამოაკლდებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "სიტის" ბოლო ვარჯიშზე არ გამოჩნდა იოშკო გვარდიოლიც. შეგახსენებთ, რომ "კრისტალ პალასთან" მატჩში ხორვატი მცველი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. თუმცა, იოშკოს ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრა ხვალ, 9 აპრილს 23:00 საათზე არის ჩანიშნული. განმეორებით მატჩი მათ შორის 17 აპრილს, "ეტიჰად სთეიდიუმზე" ასევე 23:00 საათზე გაიმართება.