,,სიტი ახლა ნამდვილად რისკის ქვეშაა'' - გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას თქმით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ემუქრება:
,,როცა ადრე ამაზე ვლაპარაკობდი, ხალხი იცინოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა დიდი წარმატება არ იყო. ახლა სიტი ნამდვილად რისკის ქვეშააა, ამიტომ, მატჩების მოგება და ქულების მოგროვება გვჭირდება, სხვაგვარად ლიგის საგზურს ვერ მოვიპოვებთ.
თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ამას არ ვიმსახურებდით, საკმარისად კარგად მომზადებულები არ ვიყავით და ბევრი პრობლემა გვქონდა. რა თქმა უნდა, არაერთი კონკურენტი გვყავს, ეს ყველა კლუბისთვის მნიშვნელოვანი ტურნირია.'' - პეპ გვარდიოლა
,,სიტი'' მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ მე-14 სეზონს ატარებს. ინგლისში უკეთესი შედეგი მხოლოდ ,,არსენალსა'' (1998-2017) და ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' (1996-2014) აქვთ.
გვარდიოლას გუნდი, რომელმაც ბოლო 12-დან 9 მატჩი წააგო, პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ, 27 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება.
🚨⚠️ Pep Guardiola: “Right now, we are at the risk of not qualifying for the Champions League… of course we are! Definitely we are”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 25, 2024
“We have to get points and win games otherwise we will not qualify for the Champions League!”. pic.twitter.com/t1IBo8dwFB