Belive

მარკამ გასული სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანურმა გამოცემამ, მარკამ 2024-2025 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა.

ბუნებრივია, რომ საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 6 ფეხბურთელი, პარი სენ ჟერმენიდან მოხვდა. პარიზულმა გუნდმა წელს 4 ტიტულის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.

თერთმეტეულში 3 ფეხბურთელი ბარსელონადანაა, თითო-თითო კი ლივერპულიდან და რეალიდან.

გუნდის მთავარ მწვრთნელად მარკამ, რა თქმა უნდა, ლუის ენრიკე შეარჩია.

გასული სეზონის სიმბოლური გუნდი მარკას ვერსიით (ტაქტიკა 1-3-4-3):

  • მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა

  • მცველები - ვირჯილ ვან დაიკი, აშრაფ ჰაკიმი, ნუნო მენდეში

  • ნახევარმცველები - ფაფიან რუისი, ვიტინია, პედრი, რაფინია

  • თავდამსხმელები - კილიან მბაპე, ლამინე იამალი, უსმან დემბელე

სხვა სტატიები