Belive

ოფიციალურად: ტომას ტუხელი ბაიერნს დატოვებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ორ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტომას ტუხელი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერი" არადამაჯერებლად ასპარეზობს, უკანასკნელი წვეთი კი ყველა ტურნირზე ზედიზედ 3-მატჩიანი წაგებათა სერიაა, რის გამოც "ბაიერნის" მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ ტუხელს სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობონ.

შეგახსენებთ, ტომას ტუხელი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2023 წლის 24 მარტს დაინიშნა. მან იულიან ნაგელსმანი ჩაანაცვლა.

სხვა სტატიები