ოფიციალურად | ტომ ბრეიდისა და ბირმინგემის 3-წლიანი ურთიერთობა დასრულებულია
ამერიკული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ლეგენდამ - ტომ ბრედიმ, ინგლისური ჩემპიონშიფის კლუბ ბირმინგემ სითიში მცირე მეწილის სტატუსით არსებული სამწლიანი საქმიანობა ოფიციალურად დაასრულა. კლუბის განცხადებით, ორშაბათს გავრცელებულ მიმართვაში მათ გულისხმიერი მადლობა გადაუხადეს შვიდგზის სუპერბოულის ჩემპიონს ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ბრეიდის წასვლის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია და არც მისი წილის მომავალი დაუკონკრეტებია, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მისნაირი გამოცდილებისა მქონე ადამიანის კლუბთან ასოცირება ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.
— Birmingham City FC (@BCFC) November 9, 2026
ტომ ბრეიდი ბირმინგემის მფლობელთა ჯუფიში 2023 წლის აგვისტოში, კომპანია „Knighthead Capital Management“-თან პარტნიორობის საფუძველზე გაერთიანდა, სადაც ის მცირე ინვესტორი და ახალი საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
49 წლის სპორტსმენს, რომელიც ასევე ფლობს მცირე წილებს NFL-ის ლას ვეგას რეიდერსსა და WNBA-ს ლას ვეგას ესისში, კლუბთან განშორება იმ პერიოდში უწევს, როდესაც ბირმინგემი ჩემპიონატში შესანიშნავ სეზონს ატარებს და 15 ჩატარებული მატჩის შემდეგ, 29 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეში ბურთების უკეთესი შეფარდებით იმყოფება.