FIFA-მ პრეზიდენტობის 3 კანდიდატი დაასახელა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მებრძოლი 3 კანდიდატი დაასახელა.
FIFA-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტობის სამი კანდიდატის სახელი გამოაცხადა. ესენი არიან: ფილიპ დიალო, კოზო ტაშიმა და მოქმედი პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო.
ფილიპ დიალო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. კოზო ტაშიმა წარსულში იაპონიის ფეხბურთის ასოციაციას ხელმძღვანელობდა და 2015 წლის აპრილიდან FIFA-ს წევრია. ჯანი ინფანტინო თავის პოსტს 2016 წლიდან იკავებს. FIFA-ს ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2027 წლის 18 მარტს, მაროკოს ქალაქ რაბათში, ორგანიზაციის 77-ე კონგრესზე გაიმართება.
წევრი ასოციაციების საქმიანობის მარეგულირებელი FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად, წარდგენილი კანდიდატურები განსახილველად და მათი შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საარჩევნო კომისიას გადაეცა. როგორც FIFA-ს წესდებასა და საარჩევნო კალენდარშია განსაზღვრული, წევრ ასოციაციებს შემოთავაზებული და კრიტერიუმებთან შესაბამისი კანდიდატების სახელები არაუგვიანეს 2027 წლის 18 თებერვლისა ეცნობებათ.