Belive

ოფიციალურად: ტიტე ფლამენგოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი, 62 წლის სპეციალისტი - ტიტე, "ფლამენგოს" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა და კლუბში 2024 წლის ბოლომდე დარჩება. 

"ფლამენგომ" ბრაზილიის თასის ფინალში დამარცხების გამო, კლუბიდან მთავარი მწვრთნელი - ხორხე სამპაოლი გააძევა, რომელიც სავარაუდოდ "სევილიაში" დაბრუნდება. 

ტიტემ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის შემდეგ დატოვა, რადგან როგორც ცნობილია, ბრაზილიის ნაკრებს 2024 წლიდან კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს. 

ტიტე 1990 წლიდან მწვრთნელის რანგში ასპარეზობს - მას არაერთ ცნობილ კლუბში უმუშავია, თუმცა ამ კლუბების ძირითადი ნაწილი ბრაზილიური იყო. 

სხვა სტატიები