Belive

ლევანდოვსკი: "ვფიქრობ ოქროს ბურთი ჰოლანდმა უნდა მოიგოს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონასა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა - რობერტ ლევანდოვსკიმ, 2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების შესახებ, ცნობილ ესპანურ სპორტულ გამოცემა "Marca"-სთან ისაუბრა. 

როგორც ჩანს, რობერტ ლევანდოვსკი კვლავ გაბრაზებულია იმ ფაქტის შესახებ, რომ მას 2021 წელს ოქროს ბურთი არ გადასცეს და მის მაგივრად ეს ჯილდო ლეო მესიმ მოიგო. სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი მან, რომ 2021 წელს შიდა პოლიტიკის გამო, მან ოქროს ბურთი ვერ მოიგო. 

"ვფიქრობ, 2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე გამარჯვება ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნის. მან წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა და პირველივე სეზონში პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

ის წარმოუდგენალად მაგარი და ძლიერი ფორვარდია. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, 2023 წელს მან და მისმა გუნდმა ტრებლი (სამივე შესაძლო ტიტული) მოიგო, ამ გამარჯვებებში უდიდესი წვლილი კი ახალგაზრდა ფორვარდმა შეიტანა.

იმედია ჩემსავით მას არ დასჯიან და როგორც მე მეკუთვნოდა ოქროს ბურთი 2021 წელს, ისე არ მოპარავენ ჰოლანდსაც წელს ოქროს ბურთს..." - რობერტ ლევანდოვსკი

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება 30 ოქტომბერს, პარიზში გაიმართება. 

სხვა სტატიები