Belive

ოფიციალურად: ტიჯანი რეინდერსი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტიმ მილანიდან, 46 მილიონი ფუნტ-სტერლინგის სანაცვლოდ, ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ტიჯანი რეინდერსის ტრანსფერი დაასრულა.

სიტიმ დაადასტურა, რომ 26 წლის ფეხბურთელმა ქალაქელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. რეინდერსი სიტისთვის ერთ კვირაში მეოთხე ტრანსფერია. სამშაბათს ლიონიდან რაიან შერკის და ჩელსიდან მარკუს ბეტინელის ტრანსფერები გამოცხადდა, ხოლო მარცხენა მცველის, რაიან აიტ-ნურის ტრანსფერი ორშაბათს დადასტურდა (ვულვზიდან).

ფეხბურთელების დარეგისტრირება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატამდე მოხდება.

სხვა სტატიები