"თითოეულმა მოთამაშემ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა" - სიმონე ინძაგი
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე, რომელიც მანჩესტერ სიტისა და ალ ჰილალს შორის გაიმართა უხვგოლიანი მატჩი ვიხილეთ. გამარჯვებული ძირითად დროში არ გამოვლინდა, დაძაბულ და შესანიშნავ შეხვედრაში საუდის არაბეთის კლუბმა მანჩესტერ სიტი 3:4 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ალ ჰილალის მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
ჩვენ ვიცოდით, რომ თუ მანჩესტერ სიტის დამარცხებას ვაპირებდით, რაღაც არაჩვეულებრივი უნდა გაგვეკეთებინა და ბიჭებმა დღეს სწორედ ეს გააკეთეს, ისინი უბრალოდ შესანიშნავები იყვნენ. ყველამ ვიცით თუ რა დონის გუნდია მანჩესტერ სიტი, ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვეთამაშა. თითოეულმა მოთამაშემ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ.
სულ რაღაც 3 კვირაა ამ გუნდში ვმუშაობ და თქვენ უკვე ხედავთ მონდომების დონეს, მათ ნამდვილად ჩადეს ძალისხმევა, როგორც მწვრთნელისთვის, ეს ძალიან დამაკმაყოფილებელია, ჩვენ ამ მოგებით უნდა დავტკბეთ. - სიმონე ინძაგი - ალ ჰილალის მთავარი მწვრთნელი