Belive

სიტიში მძიმე ტრავმების ეპიდემიაა - კლუბს 3 მცველი დაემტვრა...

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მანჩესტერ სიტიში ტრავმების ეპიდემიაა - რამდენიმე წუთის წინ, მანჩესტერულმა კლუბმა დაადასტურა, რომ მინიმუმ 6 კვირას გამოტოვებს კლუბის ცენტრალური მცველი - რუბენ დიაში, რომელმაც ჯვარედინი მყესები დაიზიანა.

გარდა რუბენ დიაშისა, გასულ ტურში, ჩელსისთან დაპირისპირების დროს დაშავდა - იოშკო გვარდიოლიც, რომელიც უკვე ცნობილია, რომ მინიმუმ 4 თვე კლუბს ვერ დაეხმარება. ამ ყველაფერს კი ჯონ სტოუნსის ტრავმაც ემატება, რომელიც ასევე თვეებს იუქმებს...

ამ ყველაფრის პარალელურად, მანჩესტერ სიტიმ ნადირობა დაიწყო და ძალიან მალე სურს, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და კრისტალ პალასის მცველი - მარკ გეჰი გადაიბირონ, რადგან თავად მცველსაც სურს ლონდონური კლუბის დატოვება.

სიტი ნამდვილად არ არის კრისტალ პალასის კაპიტნის ერთადერთი მსურველი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა გრანდების უმეტესობა ზამთარშივე თავისუფალი აგენტის სტატუსით მისი ტრანსფერისთვის ბრძოლას არ გეგმავს, პეპ გვარდიოლას გუნდი მზად არის, რომ ნებისმიერი თანხა გადაიხადონ 25 წლის მცველის სანაცვლოდ.

თანაც ახლა იწყება ურთულესი პერიოდი - პრემიერ ლიგაში სიტი არსენალს 6 ქულით ჩამორჩება, ამავდროულად კი იწყება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები, სადაც კლუბმა ისე უნდა გადაანაწილოს ძალები, რომ ტიტულისთვის ბრძოლა ყველა ფრონტზე შეძლოს.

სხვა სტატიები