Belive

ოფიციალურად | სერხიო რამოსი მონტერეის ფეხბურთელია

4 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "სამეფო კლუბის" ლეგენდამ, 38 წლის სერხიო რამოსმა, მექსიკურ კლუბ "მონტერეისთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ოფიციალურად შეუერთდა.

ლეგენდარული მცველი, მექსიკის 5-გზის ჩემპიონ კლუბში 93 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს - ეს ნომერი კი მან იმის საპატივცემულოდ აიღო, რომ 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის "ატლეტიკოს" დამატებით დროში, კერძოდ კი მატჩის 93-ე წუთზე გაუტანა და მადრიდის "რეალს" მე-10 ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

ამ ფაქტს თავად "სამეფო კლუბი" სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

სერხიო რამოსი "სამეფო კლუბში" 2004/2005 წლების სეზონიდან 2021 წლის ჩათვლით თამაშობდა. მან ამ კლუბის მაისურით 671 მატჩი ჩაატარა, სადაც 101 გოლის გატანა და 40 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

38 წლის მცველმა "რეალის" მაისურით 4-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის, 3-ჯერ უეფას სუპერ თასის, 4-ჯერ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, 5-ჯერ ლა ლიგის, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასის და 2-ჯერ ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა, დანარჩენი კი უბრალოდ ძალიან დიდი ისტორიაა.

"რეალის" დატოვების შემდეგ, სერხიო რამოსი "პსჟ"-ში გადავიდა, მოგვიანებით კი "სევილიაში" დაბრუნდა, რომელიც გასულ სეზონში დატოვა.

გარდა საკლუბო ფეხბურთისა, სანაკრებო დონეზე, სერხიო რამოსს ესპანეთის ნაკრებში 180 მატჩი აქვს ჩატარებული და 2-გზის ევროპის ჩემპიონია, 2010 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები