Belive

მბაპე: "ნეიმარის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი ვერ წარმომიდგენია..."

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მარტში ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში ვერ მოხვდა ნეიმარი, რომელზეც ბრაზილიურ მედიაში იწერებოდა, რომ ანჩელოტი მის გამოძახებას აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.

ნეიმარის ნაკრებში არ გამოძახების შესახებ, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა - კილიან მბაპემ ისაუბრა.

„ნეიმარი ნეიმარია. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ვარსკვლავებს ეკუთვნის. ჩემი აზრით, ნეიმარი ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია.

სიმართლე გითხრათ, მსოფლიო ჩემპიონატი ნეიმარის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ჩემს ყოფილ მწვრთნელს - კარლო ანჩელოტისაც ვერ ვეწინააღმდეგები.

მე ძალიან მიყვარს ის და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავად მოემზადება და მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება..." - კილიან მბაპე

ბრაზილიის ნაკრები 27 მარტს საფრანგეთს შეხვდება, 31-ში ღამით კი - ხორვატიას.

მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ბრაზილიის ნაკრების მეტოქეები: მაროკო, ჰაიტი და შოტლანდია იქნებიან.

სხვა სტატიები