ჰანსი ფლიკი: "ფინალში თამაში ჩვენი მთავარი მიზანია - ინტერისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი" ლონდონში "არსენალს" ესტუმრება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალური წყვილის "ბარსელონასა" და "ინტერის" დაპირისპირება ხვალ იმავე დროს აიღებს სტარტს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, "ბარსელონას" გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა ისაუბრა.
"რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ყველა მოთამაშე კონცენტრირებულია და ფინალში გასვლა გვსურს. რეალთან გამარჯვება მნიშვნელოვანია ჩვენი ემოციებისთვის და დაგვეხმარება წინსვლის გაგრძელებაში. ვფიქრობ, ფინალში გასვლა შეგვიძლია და ამას ხვალაც დავამტკიცებთ. მესმის, რომ ისინიც ყველაფერს გააკეთებენ - საუკეთესომ გაიმარჯვოს.
როდესაც „ინტერზე“ ვსაუბრობთ, ვხვდებით, რომ მათ მოსამზადებლად ნაკლები დრო ჰქონდათ, თანაც თასიდან გამოვარდნენ და სერია A-შიც საქმე საკამოდ მძიმედ აქვთ. ხვალამდე 1 დღე გვაქვს, საუკეთესო გუნდი უნდა გავიყვანოთ მოედანზე..." - ჰანსი ფლიკი
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" უკვე შეძლო და ესპანეთის სუპერ კოპა მოიგო, ასევე შეძლეს კოპა დელ რეის მოგება, წინ კი ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგაა.