რონალდუ: ,,გოლების გატანა კამპ ნოუზე უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე სანტიაგო ბერნაბეუზე''
23 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' შემტევს, კრიშტიანუ რონალდუს, ,,ბარსელონას'' წინააღმდეგ სტუმრად თამაშზე ჰკითხეს:
,,კამპ ნოუზე თამაში და გოლების გატანა მიყვარდა. ამ სტადიონზე ჩემს გაბრაზებას ცდილობდნენ, მისტვენდნენ, იქ სულ სხვა ატმოსფერო იყო.
შეურაცხყოფა დიდად არ მანაღვლებდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ გოლი გამეტანა და ეს ხალხი გამეჩუმებინა.
გოლების გატანა კამპ ნოუზე უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე სანტიაგო ბერნაბეუზე. როცა ხურდები და ისინი უკვე გისტვენენ, სწორედ ის არის, რაც მომწონს. ეს ჩემთვის ფეხბურთის საუკეთესო ნაწილია.'' - კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუს ,,ბარსელონას'' წინააღმდეგ კარიერაში 20 გოლი აქვს გატანილი, უშუალოდ ,,კამპ ნოუზე'' კი - 14.
💭 Cristiano Ronaldo: “I loved playing in the Camp Nou”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 4, 2025
“They booed me, they insulted me, and I loved it!”, told @EduAguirre7. pic.twitter.com/uldZCfVPNq