Belive

ოფიციალურად | სანაკრებო პაუზის შემდეგ ბუკაიო საკა მოედანს დაუბრუნდება

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "არსენალის" 23 წლის შემტევი - ბუკაიო საკა, თითქმის 4-თვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს ოფიციალურად უბრუნდება.

საკა მოედანზე სანაკრებო პაუზის შემდეგ ოფიციალურად და სრული დატვირთვით დაბრუნდება და "არსენალს" უმნიშვნელოვანეს პერიოდში დაეხმარება. კლუბი ჯერ კიდევ აგრძელებს პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას.

23 წლის შემტევმა ბოლოს 2024 წლის 22 დეკემბერს ითამაშა და მოედანი ნაადრევად, იძულებითი ტრავმის გამო დატოვა, რის გამოც მას თითქმის 4 თვის (110 დღის) გამოტოვება მოუწია.

საკამ მძიმე ტრამის გამო არსენალის 20 მატჩი გამოტოვა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იგი მოედანს დაუბრუნდება და "რეალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშსაც შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ბუკაიო საკა "არსენალის" აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას ბავშვობიდან იცავს, ძირითად კლუბში კი 250 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 67-ჯერ გოლის გატანა, 63-ჯერ კი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები