"ჩემი აქ ყოფნა პეპის დამსახურებაა" - მიკელ არტეტა
4 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში "არსენალმა" "რეალი" 2:1 დაამარცხა. ლონდონელებმა ჯამში 5:1 იმარჯვეს და 1/2-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
"მეთოფეების" თავკაცმა გუშინდელ დღეს კარიერის საუკეთესო საღამო უწოდა. არტეტამ ისიც თქვა, რომ მისი აქ ყოფნა პეპ გვარდიოლას დამსახურებაა.
დღეს დილით პეპს დავურეკე, რადგან ჩემი აქ ყოფნა მისი დამსახურებაა. ის ჩემთვის დიდი ინსპირაცია იყო. მასთან ერთად 4 არაჩვეულებრივი წელი გავატარე და ყოველთვის მადლიერი ვიქნები. მის გარეშე აქ არ ვიქნებოდი. - განაცხადა მიკელ არტეტამ
"რეალის" დამარცხების შემდეგ, "არსენალის" მომავალი მეტოქე "პსჟ" იქნება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლონდონში 29 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.