ოფიციალურად | რეალმა ენდრიკი გაანათხოვრა - 19 წლის ბრაზილიელი ლიონში ითამაშებს
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის 19 წლის ფორვარდი - ენდრიკი, იჯარის წესით ლიონში გადავიდა. ინფორმაცია ორივე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
INFO L'ÉQUIPE. Endrick, l'international brésilien de 19 ans, en mal de temps de jeu au Real Madrid, va rejoindre l'équipe de Paulo Fonseca. L'OL et le Real sont tombés d'accord pour un prêt de six mois sans option d'achat.
— L'Équipe (@lequipe) December 22, 2025
➡️ https://t.co/tKvowEfIkS pic.twitter.com/oziXza99EG
ცნობილი ხდება, რომ ლიონს 19 წლის ბრაზილიელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება და მას 'სამეფო კლუბში' 2026 წლის ივნისში, სეზონის დასრულების შემდეგ დააბრუნებენ.
მადრიდის რეალმა განათხოვრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ენდრიკს მიმდინარე სეზონში თამაშის პრაქტიკა თითქმის არ აქვს. ივნისიდან მოყოლებული, 19 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 3 თამაში ითამაშა - ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში მას მხოლოდ 11-11 წუთი მიეცა, კოპა დელ რეიზე კი მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, სადაც 77 წუთი ითამაშა.
ესპანურ მედიაში ცნობილი ხდება, რომ ენდრიკმა განათხოვრება თავად ითხოვა, რადგან მას სათამაშო პრაქტიკა და თავის გამოჩენა სურს, რადგან მისი მიზანია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში მოხვდეს.
შეგახსენებთ, რომ ენდრიკი 'სამეფო კლუბში' 2024/2025 წლების სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 40 მატჩის ჩატარება შეძლო და გოლით თავი 7-ჯერ გამოიჩინა, რასაც 1 საგოლე გადაცემაც დაუმატა.
გარდა საკლუბო კარიერისა, 19 წლის ბრაზილიელ ეროვნულ ნაკრებში უკვე 13 მატჩი დაუგროვდა, სადაც 3 გოლის გატანაც შეძლო.