იურგენ კლოპი: "ჩვენ არ გვყავს მესი, მბაპე და დემბელე, მაგრამ ყველას მოვუგებთ"
იურგენ კლოპსა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმება შედგა. ლივერპულის ყოფილმა მწვრთნელმა გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ლეგენდარულმა გერმანელმა მწვრთნელმა 'ბუნდესნაკრებთან' კონტრაქტი 2030 წლის ჩათვლით მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გერმანიის ნაკრებს 2028 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაუძღვება.
🚨💣 JÜRGEN KLOPP IS BACK! Revealed on Sunday, now official: Klopp will be unveiled as Germany’s new head coach tomorrow.
— Florian Plettenberg (@Plettigoal) July 23, 2026
LIVE on Sky Sport News: He will be presented at 11:00 CEST on Friday. Before that, he will sign his contract until 2030.
It also confirms what we’ve been… pic.twitter.com/6GeKnvyil1
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის რანგში, იურგენ კლოპმა პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
„გერმანიის გაწვრთნას დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ვნახე, თუ როგორ მოექეცით ტომას ტუხელსა და ნაგელსმანს. ამ საქმეს თქვენთვის, გულშემატკივრებისთვის ვაკეთებ და არა ჩემთვის.
წარმატება არის ის, თუ როგორ ასრულებ მოლოდინებს. როდესაც გერმანიაში ვეკითხებით - ისეთივე კარგები ვართ, როგორც საფრანგეთი? და პასუხი არის არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
კითხვა უნდა დაისვას: გვყავს თუ არა ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: დემბელე, მბაპე, დუე, ბარკოლა, მესი, ჰოლანდი - პასუხი არის არა. მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია მათი დამარცხება. არ არის მნიშვნელოვანი საფრანგეთის, ესპანეთის, არგენტინის მაგალითებს შევხედოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შევხედოთ საკუთარ თავს და იმას, თუ როგორ ვთამაშობთ ფეხბურთს. ამჟამად ჩვენ არ ვართ მსოფლიოში პირველი ნომერი, ეს მართალია. რეიტინგში 11 ერი გვისწრებს - მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მათი დამარცხება ჩვენი ფეხბურთის თამაშის სტილით.
იმ დღეს, როცა აღარ მომინდება, წავალ - ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. თუ ხვალ ვინმე იტყვის, რომ მე ნაგავი ვარ, წავალ. არა მხოლოდ ერთი ადამიანი, ეს უფრო მეტი უნდა იყოს.
თუ გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია იტყვის, რომ მე ნაგავი ვარ, წავალ. თუ ცუდად მოვიქცევი და ჩემს ოჯახს მშვიდად არ/ვერ დავტოვებ, წავალ. გამაკრიტიკე, თუ რამე არ გამოვა. სიამოვნებით ვიმუშავებ ამაზე. ყველაფერი სამსახურს ეხება. იურგენ კლოპს ეროვნული ნაკრების კარიერა არ აქვს. იდეალურ შემთხვევაში, ეს ჩემი კარიერის მწვერვალი იქნება." - იურგენ კლოპი
ასე და ამგვარად, 2024 წლის შემდეგ იურგენ კლოპს სამწვრთნელო საქმიანობაში პირველად ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ 59 წლის გერმანელ თავკაცს დორტმუნდსა და ლივერპულში საოცარი სეზონები ჰქონდა. მან ბუნდესლიგის 2-ჯერ მოგება, გერმანიის თასის, ჩემპიონთა ლიგის, პრემიერ ლიგის, უეფას სუპერ თასის, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო.