Belive

ოფიციალურად | რეალის ახალი კაპიტანი ლუკა მოდრიჩი იქნება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, 38 წლის ლუკა მოდრიჩმა, "რეალთან" ახალი 1-წლიანი კონტრაქტი გაახანგრძლივა და "სამეფო კლუბში" კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

აქვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთად, ლუკა მოდრიჩი "სამეფო კლუბის" ახალი კაპიტანი იქნება.

ლუკა მოდრიჩისთვის "სამეფო კლუბში" მეცამეტე სეზონი იქნება. იგი "რეალის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს, სადაც 534 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 86 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მოდრიჩმა "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება 6-ჯერ, FIFA-ს საკლუბო მსოფლიო თასის მოგება 4-ჯერ, ესპანეთის ჩემპიონობა 4-ჯერ, UEFA-ს სუპერ თასის მოგება 4-ჯერ, ესპანეთის თასის გამარჯვება 2-ჯერ და ესპანეთის სუპერ თასის მოგება 5-ჯერ შეძლო.

გარდა ამისა, ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს ოქროს ბურთის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები