Belive

ოფიციალურად | ენტონი მარსიალი აეკის ფეხბურთელია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

28 წლის ფრანგი შემტევი - ენტონი მარსიალი კარიერას ბერძნულ გრანდში "აეკში" გააგრძელებს. მარსიალი დედაქალაქური კლუბის ღირსებას 2027 წლის ბოლომდე დაიცავს.

ენტონი მარსიალი "აეკში" პრემიერ ლიგიდან, კერძოდ კი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა. 28 წლის ფრანგი შემტევი "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2015/2016 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 317 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 90-ჯერ გოლის გატანა, 47-ჯერ კი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

"მანჩესტერს" უკვე დიდი ხანია, რაც მარსიალის კლუბიდან გაშვება სურს - 2021/2022 წლების სეზონში ენტონი მარსიალი "სევილიაში" გაანათხოვრეს, თუმცა მან ლა ლიგასა და ევროპა ლიგაზე მხოლოდ 12 მატჩის ჩატარება შეძლო, შემდეგ კი კვლავ მანჩესტერში დაბრუნდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ენტონი მარსიალს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 2 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები