ენცო მარესკა: "ჟოტა პედრო ნეტუს უახლოესი ადამიანი იყო - თავად გადაწყვიტოს, ითამაშებს თუ არა"
ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4-ფინალური ეტაპების მატჩების დრო დადგა, რომელიც სტარტს 4 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ფლუმინენსესა და ალ ჰილალის მატჩით აიღებს.
5 ივლისს გამთენიისას, 05:00 საათზე კი პალმეირასისა და ჩელსის 1/4-ფინალური მატჩი შედგება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა საუბარი დიოგუ ჟოტაზე დაიწყო და მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.
ჩელსის ერთ-ერთი პორტუგალიელი შემტევი - პედრო ნეტუ, რომელიც ნაკრებში ჟოტას თანაგუნდელი და უახლოესი მეგობარი იყო, თავს ძალიან ცუდად გრძნობს და უცნობია, შეძლებს თუ არა თამაშს პალმეირასის წინააღმდეგ. სწორედ ამ ფაქტზე ისაუბრა იტალიელმა მწვრთნელმა.
"ყველანაირი სიტყვა ზედმეტია ამ ტრაგედიის აღსაღწერად - ურთულესია და მე მესმის ყველა ადამიანის, თავადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ...
რაც შეეხება პედრო ნეტუს, ჟოტა მისი უახლოესი მეგობარი იყო, თანაგუნდელამდე მისი ოჯახის წევრია და შემდეგ თანაგუნდელი, რადგან ოჯახებით ძალიან ახლოს იყვნენ და პედრო ნეტუ მისი ბავშვობის მეგობარია.
ნეტუ თავს ძალიან ცუდად გრძნობს და მე მას ვერ ვეტყვი, რომ გადადე ეს ყველაფერი და მოედანზე გადი სათამაშოდ - სწორედ ამიტომ, არანაირი ზედმეტი სიტყვა ჩემგან არ იქნება, როგორც თავად გაუხარდება და შეძლებს, ისე მოიქცევა პედრო..." - ენცო მარესკა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი 13 ივლისს, ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე გაიმართება.