Belive

ოფიციალურად: პიოტრ ზიელინსკი ინტერის ფეხბურთელია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ინტერმა" პიოტრ ზიელინსკის ხელმოწერა ოფიციალურად გამოაცხადა, პოლონელი ფეხბურთელი "ნაპოლისთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო.

პიოტრი პირობებს ერთი თვის წინ დათანხმდა და კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გაფორმდა.

მან პრაქტიკულად მთელი თავისი კარიერა იტალიაში გაატარა, ჯერ "უდინეზეს" ახალგაზრდულ გუნდში 2011 წელს მივიდა, შემდეგ იჯარით "ემპოლიში" 2014 წლიდან 2016 წლამდე ითამაშა.

ზიელინსკი 2016 წლის ზაფხულში "ნაპოლიში" 16 მილიონ ევროდ გაიყიდა და იქ რვა წლის განმავლობაში დარჩა, მოიგო სკუდეტო და კოპა იტალია.

სხვა სტატიები