Belive

სამმცველიანი ტაქტიკა და კვარა ფორვარდად: რას აპირებს ანტონიო კონტე ინტერთან?

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო მედია საშუალება Goal-ის იტალიური ვერსია "ინტერი" - "ნაპოლის" მოახლოებული მატჩის შესახებ საუბრობს და ანტონიო კონტეს სავარაუდო ტაქტიკურ მონახაზს განიხილავს.

სტატიაში ნათქვამია, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი სამი ცენტრალური მცველის დაბრუნებას გეგმავს და 3-5-2 ფორმაციით თამაშს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ადგილი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე მოეძებნება.

განხილულია ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ქართველი ფეხბურთელი ისეთ როლს მოირგებს, როგორც ამას ვილი სანიოლის მწვრთელობისას საქართველოს ნაკრებში აკეთებს. ის რომელუ ლუკაკუსთან მეორე ფორვარდის პოზიციაზე იმოქმედებს.

"ნაპოლის" პოტენციური შემადგენლობა "ინტერთან" მატჩში Goal-ის ვერსიით ასეთია: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, პოლიტანო, ანგისა/გილმორი, მაკტომინეი, ოლივერა, ლუკაკუ, კვარაცხელია.

"ნაპოლი" "ინტერს" 10 ნოემბერს, "სან სიროზე" შეხვდება, მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები