Belive

ოფიციალურად: ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი, რომელიც ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში თავისუფალი აგენტი იყო, კარიერას ოფიციალურად უნგრეთში, კერძოდ კი "ნირეგიჰაზაში" გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელმა უნგრულ კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ "ნირეგიჰაზას" სპორტულმა დირექტორმა ნიკა კვეკვესკირის შესახებ ისაუბრა:

სერიოზულ წარმატებად მიმაჩნია, რომ ასეთი საფეხბურთო კარიერის მქონე ფეხბურთელი დავიმატეთ. პირველივე მოლაპარაკებებზე ვგრძნობდი, რომ ის ძალიან მოტივირებული იყო. მისი ტრანსფერით დაინტერესებული იყვნენ სხვადასხვა ლიგის გუნდები, სადაც ფინანსურად მეტს გადაუხდიდნენ, მაგრამ კარიერის გამო, ის უფრო სპორტულ ასპექტებზე იყო ორიენტირებული, რადგან მას სურს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გაგრძელება. ის თავისი სათამაშო უნარ-ჩვევებით სრულყოფილი მოთამაშეა, არის ეფექტური როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. იმედი მაქვს, რომ თავისი გამოცდილებით ძალიან დაგვეხმარება. - ტივადარ ფაკეტე - "ნირეგიჰაზას" სპორტულმა დირექტორი

"ნირეგიჰაზა" უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში წელს აღზევდა, 6 ტურის შემდეგ კი 4 ქულით ბოლოსწინა მე-11 ადგილზე იმყოფება

სხვა სტატიები