Belive

ნიკა კვეკვესკირმა შესაძლოა კარიერა უნგრეთში გააგრძელოს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი, რომელიც "ლეხ პოზნანიდან" წამოსვლის შემდეგ უგუნდოდაა შესაძლოა უნგრეთის უმაღლესი ჩემპიონატის კლუბ "ნირეგიჰაზაში" გადავიდეს. 32 წლის ფეხბურთელის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა sportal.hu აქვეყნებს.

ნიკა კვეკვესკირმა პოლონური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსტით დატოვა, მას შემდეგ კი ფეხბურთელს ბევრ სხვადასხვა ქართულ კლუბს უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ქართველი ნახევარმცველი დიდი ალბათობით, კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

"ნირეგიჰაზა" უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში წელს აღზევდა, 6 ტურის შემდეგ კი 4 ქულით ბოლოსწინა მე-11 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები