"რეგიონებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია" - ნიკა კვეკვესკირი
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრების ფარგლებში მეორე ამხანაგურ მატჩს კაბო-ვერდეს წინააღმდეგ, ქუთაისში გამართავს.
ჩვენი გუნდი ქუთაისში დღეს გაემგზავრა და მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. საქართველო - კაბო-ვერდეს დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩამდე პრესკონფერენციაზე ნიკა კვეკვესკირმა და ნიკა გაგნიძემ ისაუბრეს:
სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეკრებაა. ბევრ ფეხბურთელს, ვისაც მცირე დრო ჰქონდა ან საერთოდ არ ჰქონია ნაკრებში თამაშის საშუალება, მიეცა და ხვალინდელ შეხვედრაშიც მიეცემა შანსი. მგონია, რომ ბევრმა ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, რაც წაადგება ნაკრებში კონკურენციის ზრდას.
რეგიონებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ რომ ასეთი დონის მატჩები ტარდება თბილისს გარეთ, სადაც ადგილობრივ გულშემატკივარს ეძლევა შესაძლებლობა საყვარელ ნაკრებს ტრიბუნებიდან დაუჭიროს მხარი - ნიკა კვეკვესკირი - ეროვნული ნაკრების წევრი
ნაკრებში დებიუტი ჩემთვის ბავშვობის ახდენილი ოცნება იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. ეს თამაში უდიდესი გამოწვევა იყო ჩემთვის. ახლა მეორე მატჩისთვის ვემზადებით და გვსურს, რომ გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. განსხვავებული, ბევრად ტექნიკური გუნდია და ვნახოთ, როგორი მატჩი გამოვა - ნიკა გაგნიძე - ეროვნული ნაკრების წევრი
წყარო: ეროვნული ნაკრები