Belive

ოფიციალურად: ნ'გოლო კანტე თურქულ გრანდში გადავიდა

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ნ'გოლო კანტე ფენერბაჰჩეს ფეხბურთელია. 34 წლის ნახევარმცველი ალ იტიჰადიდან თურქულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და მათთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კანტეს საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ გუნდის დატოვება მან ახლავე გადაწყვიტა და ფენერბაჰჩეს მიაშურა.

ნ'გოლო კანტე ალ იტიჰადში 2023 წლიდან ასპარეზობდა და აღნიშნულ გუნდთან ერთად 2 ტიტული მოიგო. ასევე გეტყვით, რომ გუშინ ალ იტიჰადი მეორე ფრანგმა სუპერვარსკვლავმაც დატოვა, ქარიმ ბენზემა კანტესგან განსხვავებით საუდის არაბეთში დარჩა და კონკურენტ ალ ჰილალში იასპარეზებს.

ნ'გოლო კანტემ ალ იტიჰადის მაისური 105-ჯერ მოირგო, რა დროშიც 10 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

სხვა სტატიები