Belive

"ერთადერთი ნათელი წერტილი სიბნელეში" - Il Mattino

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "ვერონა" 2:1 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ის მოედანზე საუკეთესო იყო.

იტალიური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა:

Il Mattino - "მან გასაოცარი გოლი გაიტანა. ძალას პლუს სიზუსტე, შეუფერხებელი ტრაექტორია. შეუვალობა. ისეთია, რომელიც მუდამ უნდა ნახოს ადამიანმა. ერთადერთი ნათელი წერტილი სიბნელეში. მას აქვს ძალა და მონაცვლეობითი ტექნიკა. ის ცდილობს ორკესტრის დირიჟორობას, მაგრამ როგორც ჩანს მუსიკოსები გაქრნენ. ეს ყველაფერი მისი გამოგონებებიდან მოდის, შეცდომებიც კი“.

La Gazzetta dello Sport - "ის თავის ტექნიკას კონკრეტულობასთან აერთიანებს, რომელიც მის თამაშს თავისუფლებას სძენს. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თითქოს პირველ ტაიმში მარტო თამაშობდა, მონტიპოს ("ვერონას" მეკარე) საფრთხეს მხოლოდ ის უქმნიდა. ბევრს შეეცადა და გამარჯვების გოლიც დაიმსახურა.

სხვა სტატიები