Belive

ოფიციალურად | ნაგელსმანმა გერმანიასთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების 36 წლის მთავარმა მწვრთნელმა - იულიან ნაგელსმანმა, გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ იგი იქნება გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ნაგელსმანს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კონტრაქტი 2024 წლის ჩათვლით ჰქონდა და მისი დარჩენა/არ დარჩენის ამბავი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მას ნაკრები ბოლომდე ანდო.

კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, 36 წლის თავკაცმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ნდობა დავიმსახურე. წინ ევროპის ჩემპიონატია, რომელზეც საუკეთესო შედეგს უნდა ვიმაღწიოთ, ამ ყველაფერს კი ემატება ის, რომ მასპინძელი ქვეყანა ვართ და ეს ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა.

მადლობა ნდობისთვის და ჩემთვის დიდი პატივია, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელებთან მუშაობა..." - იულიან ნაგელსმანი

შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2023 წლის ოქტომბერში გახდა, მას შემდეგ მან ეროვნულ ნაკრებთან ერთად 6 მატჩი ჩაატარა, სადაც 3-ჯერ გაიმარჯვა, 2-ჯერ დამარცხდა და 1 მატჩი ფრედ დაასრულა.

ასევე შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში: შვეიცარიის, უნგრეთისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები